თბილისში ლურჯი ავტობუსების შემოყვანაზე განმეორებითი ტენდერი 10 დღეში გამოცხადდება

1206

წინა სტატია

თბილისში ახალი ლურჯი ავტობუსების შემოყვანაზე განმეორებითი ტენდერი, დაახლოებით 10 დღეში გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა.

კალაძის თქმით, წინა ტენდერის ჩავარდნის მიზეზი ის იყო, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია – „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დისკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან 2018 წლის 24 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავდა. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარი იყო. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღე.