თბილისის მერია ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომელიც ცენტრალური მთავრობის სხდომას ესწრებოდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და გავიმეორებ, რომ პირველ ეტაპზე არსებული ავტომობილები ტექდათვალიერებას გაივლიან და შესაბამისი მონაცემების არქონის შემთხვევაში, ხმარებიდან აუცილებლად იქნება ამოღებული”, – თქვა კალაძემ.