წინა სტატია „ქალთა ოთახები“ არის „მერსი ქორის“ და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ იდეა, რომელიც არის მუნიციპალური სერვისი და ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ მმართველობაში ინტეგრაციას ემსახურება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. პროექტის ,,MOLI კახეთშის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნესტან მერმანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში ეს უკვე მეხუთე ოთახია, რომელიც ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს...
წინა სტატია ელიავას ბაზრობის მეწილეები ტერიტორიის შეცვლაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ "ქრონიკას" ერთ-ერთმა მესაკუთრემ, თეა ანდრიაძემ განუცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მისი თქმით, ელიავას ბაზრობის განვითარება მეწილეების ინტერესებშიც შედის, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი არსებულ ტერიტორიაზე მოხდება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტს ახლა საკრებულოს ფრაქციები განიხილავენ. თბილისის მერის განცხადებით, საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და ტერიტორიაზე მეწილეებთან შეთანხმების გარეშე არაფერი შეიცვლება. უახლოეს მომავალში კახა კალაძე...
ზუგდიდს განაშენიანების გენერალური გეგმა 2018 წლის ბოლომდე ექნება. ამის შესახებ ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თქვა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. მერიის წარმომადგენელს შესაბამისი კითხვით ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ მიმართა. მისი მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაღალსართულიანი შენობები არ აშენდება. პასუხად რუსლან კილასონიამ აღნიშნა, რომ ისინი განაშენიანების გეგმაზე მუშაობენ. მისივე განმარტებით, მათი მიზანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქალაქის გარეუბნებიც უნდა განვითარდეს. მისი თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისებს, სადაც ადრე ქარხნები და საწარმოები იყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ეს არის ე.წ ძველი საწარმოს ტერიტორიები, სადაც იყო ქარხნები და საწარმოები. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონში არის ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ...
საბაგიროები შესაძლოა, მოეწყოს გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისკენ და შავნაბადას ტერიტორიისკენ, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, გარდა ახალი საბაგირო ხაზების შექმნისა, ასევე შესაძლებელია ძველი საბაგირო გზების აღდგენა და გამოყენებაც. „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში საბაგიროების მოწყობის საკითხი შენარჩუნებულია სხვადასხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში „სისტრას“ მიერ გაკეთებული...
მესტიის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებისი გამო მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად მოწყდა გარესამყაროს. ადგილზე მძიმე ტექნიკას და მაშველებს ელოდებიან. ადგილობრივების თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მთა ისევ ჩამოიშალა. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის გაზრდასთან დაკავშირებით გააფრთხილეს. https://www.youtube.com/watch?v=OOffAamsxyI როგორც imedinews-ი წერს, მოსახლეობის თქმით, მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობამ გამოიწვია. კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ კი აცხადებს, რომ ჭუბერის...
სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, „მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები. წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა...
გენგეგმის მიხედვით, 11 არეალია გამოყოფილი, უნდა დაიდოს დოკუმენტი თუ როგორ განვითარდეს ეს ტერიტორიები, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც სპორტის სასახლის უკან გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქაოტურ განაშენიანებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული არეალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ განვითარებას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „11 არელია გამოყოფილი. მაგალითად, ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართებზე, ჩვენ იქ...
გენგეგმის „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანაა, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ-ს აღემატებოდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ასევე, გეგმა, მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ეყრდნობა შემდეგ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებებს: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი,...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის ჯერ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა მათთან შეხვედრა იქნება.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხის პასუხად აღნიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს და იქ მხოლოდ ის წერია, რომ უნდა განისაზღვროს, თუ როგორ და რა ფორმით მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება. მისი თქმით, მოვაჭრეებთან შეხვედრა გაიმართება და კონკრეტული გადაწყვეტილება...
თბილისში არის სახიფათო უბნები მშენებლობისთვის და განაშენიანებისთვის, სადაც კლდეების და მთების ქვეშ ან თავზე ხდება განაშენიანება, ეს დაუშვებელი პროცესია, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. ინფორამციას IPN-ი ავრცელებს. როგორც სალუქვაძე ამბობს, ასეთ ტერიტორიებზე გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვის ზონებია დაწესებული. მისივე განმარტებით, მსგავსი ტერიტორიებია მთაწმინდაზე, მამადავითის მიმდებარედ, ასევე ჟვანიასა...
მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ. "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ. მათი ცნობით, შეთანხმება თბილისის მერსა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა. საუბარი ეხება, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს. “აღსანიშნავია, რომ შედეგს წინ...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქის მერიას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად 2019-2022 წლები განესაზღვრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მერიას სხვადასხვა წლები აქვს განსაზღვრული. კერძოდ, ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება 2019-2022 წლებში ევალება, რაშიც გაერთიანებულია მეტროს, მასობრივი ტრანზიტის დერეფნების, საავტობუსო ქსელის, საბაგირო კავშირების, მულტიმოდალური ჰაბების დაგეგმვა (მათ შორის საქალაქთაშორისო და პოლიცენტრულ არეალებში). ამავე წლებში უნდა შეისწავლონ სამგზავრო...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, დედაქალაქის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, გეოსაშიშროებიდან გამომდინარე მოხდა დედაქალაქის დარაიონება კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, განისაზღვრა დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი. მაღალი გეოსაშიშროების ტერიტორიაა, სადაც რელიეფი დახრილია და ძლიერ დანაწევრებული,...
პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 296 ათასი ლარი დაიხარჯება. შენობის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. პროექტი ქობულეთის მერიამ გასულ წელს შეიძინა, რომლისთვისაც ათი ათასი ლარი გადაიხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ზურაბობის დღესასწულზე სოფელ გორგაძეეებში პოეტის სახელობის  სახლ-მუზეუმი იქნება, თუმცა ნაწილობრივ შეცვლილი პროექტით. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენარჩუნდება შენობის ფასადი და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სახლი სადაც...
წინა სტატია გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, რომელსაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ