კახა კალაძე: თბილისში გარეუბნებიც უნდა განვითარდეს

933

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქალაქის გარეუბნებიც უნდა განვითარდეს. მისი თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისებს, სადაც ადრე ქარხნები და საწარმოები იყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ეს არის ე.წ ძველი საწარმოს ტერიტორიები, სადაც იყო ქარხნები და საწარმოები. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონში არის ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით, შევქმნით სპეციალურ გეგმებს, წარვუდგენთ, როგორ უნდა მოხდეს მთი განვითარება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.