ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.   მერიის ცნობით, დაბა ანასეულში წყალმომარაგების პრობლემა წლებია დგას. ადგილობრივების თქმით წყალი, რომელიც მათ გრაფიკით მიეწოდებათ სასმელად გამოუყენებელია. შეხვედრაზე გრიგოლ კაციამ სამოქმედო გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ანასეულის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე...
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათლეთის ცენტრალური გზის, 50 კმ.- იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე სპეციალურ განცხადებაში წერს. თოფურიძის თქმით, გზის პირველი ლოტის ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კმ. -იანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია. "ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ორივე მხარეს შორის შედგა არაერთი შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილებოდა ყველა ის კონცეფცია, რომელიც გზის მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დაიცავს...
ხვალ გურჯაანის დელეგაცია პოლონეთში პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, პოლონეთში მოწვევით მიემგზავრებიან და ვიზიტის ფარგლებში ორ მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება. „ეს არის მოწვევა მათგან, ჩვენ ჩავალთ პირველები. ამის მერე ჩვენც დავგეგმავთ მასპინძლობას, ოღონდ ჯერ არვიცით როდის. მერიიდან მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მე ვიქნებით წარმომადგენლები. ასევე, ჩვენთან ერთად გამოემგზავრება: გუბერნატორი, სანაყინეს...
დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას დესწრო. დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. "მინდა მოგახსენოთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო პროექტების შესახებ: ახლო მომავალში გაგრძელდება გუბმათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის სრული რეაბილიტაცია და ჩვენს მოსახლეობას საბათლომდე ასფალტიანი გზით ჩასვლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე...
წინა სტატია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და სამუშაო პროცესის გადაღება აკრძალეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. სამუშაო პროცესის გადასაღებად "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი ორი საათის წინ მივიდა. ადგილზე მყოფმა დარაჯმა კი განუცხადა, რომ ღობის იქით შესვლის და გადაღების  უფლება არ ჰქონდა. "ქუთაისიპოსტი" სიტუაციის გასარკვევად ფონდ "ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელს ვახტანგ ცაგარელს დავუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა აკრძალვების შემოღება. "რატომ უნდა გადაიღოთ, როცა დაიწყება ინტენსიური სამუშაოები ყველაფერს შეგატყობინებთ. ოფიციალურად შეხვალთ...
ამ წუთებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობა აქციას მართავს. იფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფლის კუთვნილი წყალსადენიდან სიღნაღი მარაგდება, რის გამოც მათ წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე წუთით მიეწოდებათ. ამ წუთებში ადგილობრივებმა სოფლის წყალსადენთან გადაინაცვლეს, სიღნაღთან დამაკავშირებელი ხაზი გადაკეტეს და წყალი სოფელში გაუშვეს. წყალსადენთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. "12 წელია გვატყუებენ, უწყლოდ ვართ. სამ დღეში...
ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა 6 ივლისს დაიწყო და მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში დასრულდება. სკოლა გათვლილია 196 ბავშვზე, რომლისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს. სამშენებლო სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. "ინფრასტრუქტურული პროექტის მოსანახულებლად ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს მაჟორიტარი...
თბილისში კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება. სარემონტო სამუშაოების გამო, 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა შეიზღუდება. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.
წინა სტატია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით გამართულ "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" II ფორუმის დღევანდელ, დასკვნით სესიაზე მოქალაქეთა მონაწილეობასა და რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხების დეცენტრალიზაციის შესახებ იმსჯელეს. ზაზა გაბუნიამ მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო მექანიზმები მიმოიხილა. მას მიაჩნია, რომ მოქალაქე მხოლოდ მაშინ იქცევა თვითმმართველობისა თუ ცენტრალური ხელისუფლების პარტნიორად, როცა მას ნდომა უჩნდება. „მოქალაქის...
9 ივლისს ახალციხეში, სოფელ აწყურში, რიგით 53-ე საზოგადოებრივი სახლი გაიხსნა. ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ადგილობრივებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს 200–მდე სერვისის მიღება შეეძლებათ, მათ შორის მიწის და ქონების რეგისტრაცია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება და ა.შ. ასევე, საზოგადოებრივი ცენტრი აღჭურვილია ინტერნეტითა და თანამედროვე ტექნიკით. აქვე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც თანამედროვე ლიტერატურაა თავმოყრილი. "საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო...
2018 წლის 2 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში, კომპანია ,,ბილდ ინდუსტრიმ" ბეტონის გზის მშენებლობა, ნაცვლად 60 დღისა, 183 დღის შემდეგ დაასრულა. დასრულების დღეს, ადგილობრივი მცხოვრების მანქანა ცხაურში ჩავარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მოსახლეობის განცხადებით, ცხაურები (სანიაღვრე არხზე დამონტაჟებული რკინის ბადეები) მთიან სოფელში მოძრავ მანქანებს ვერ უძლებს. მით უმეტეს, შემოდგომიდან ტყეებში სატვირთო მანქანები დაიწყებს მოძრაობას. მათი თქმით, ბეტონის გზის გაკეთება...
რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტები სექტემბრამდე გაიმართება. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომელიც 8 ივლისს კონცერტს დაესწრო. კონცერტი “ქუჩის მუსიკის ტალღის” ფარგლებში, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტისა და ქუჩის მუსიკის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. “მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ბევრ მუსიკოსს მიეცეს შესაძლებლობა, თავიანთი მუსიკა გააცნოს უფრო ფართო მასებს. ეს ადგილი საკმაოდ ხალხმრავალია და მუსიკოსების შემოქმედებას გაიცნობენ როგორც...
ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 2018 წლის 8 მაისს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში, ყვარლის ციხეში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ციხის აღსადგენად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო. ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა...
ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის მომზადება ყველა მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო, თუმცა ქალაქი ამ დრომდე ქაოტურად, ნაწილობრივ,  განაშენიანების წინასწარ განსაზღვრული რეგულაციების გარეშე შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მდგომარეობის შეცვლის პირობა, თანამდებობაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგაც არაერთხელ დადო ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. დოკუმენტის მომზადება, რომელსაც თვითმმართველ ორგანოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლიდან ავალდებულებს, მზად 2020 წლამდე...
დაბა ქედაში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერისა და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს, ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, პარკებში დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა სანიაღვრე არხები და ბილიკები. 9 აპრილის ქუჩის სკვერის სამუშაოებისთვის 29 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის პარკის რეაბილიტაციისთვის სავარაუდო თანხა 100 ათასი ლარია.
გორის მკვიდრის, ბადრი ციქუბაძის განცხადებით, მოუვლელობის გამო გორში მწვანე საფარი ნადგურდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ციქუბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხინვალის გზატკეცილზე ნერგები ხმება, რადგან შესაბამისი სამსახურები მათ მორწყვაზე არ ზრუნავენ. "გორში, ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ახლად გაშენებული გამწვანების ზოლი სავალალო მდგომარეობაშია. უწყლობის გამო ხეები ერთმანეთის მიყოლებით ხმება. რომელი სამსახურია პასუხისმგებელი მოვლა-პატრონობაზე არ ვიცი, მაგრამ თუ ადამიანური რესურსის სიმცირეა, პრობლემა მზად ვარ მოხალისედ ჩავეწერო. საცოდაობაა უკვე ნახარები ხეების გახმობა“, -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ