ხვალ გურჯაანის დელეგაცია პოლონეთში პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„ეს არის მოწვევა მათგან, ჩვენ ჩავალთ პირველები. ამის მერე ჩვენც დავგეგმავთ მასპინძლობას, ოღონდ ჯერ არვიცით როდის. მერიიდან მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მე ვიქნებით წარმომადგენლები.
ასევე, ჩვენთან ერთად გამოემგზავრება: გუბერნატორი, სანაყინეს დირექტორი გურამ ბერიკაშვილი და ადგილობრივი მეწარმე ველისციხიდან- ვანო ნარეკლიშვილი. დელეგაციას ხელმძღვანელობს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. პოლონეთში დაგვხვდება პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერი ვოიჩეს ოლდაკოვსკი“, – განაცხადა ცისკარაშვილმა.
„ხვალვე გავაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც ეხება: კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და მხარდაჭერას. შევხვდებით საქართველოს ელჩს პოლონეთში ილია დარჩიაშვილს და მედიის წარმომადგენლებს . დავათვალიერებთ სანერგე მეურნეობებს, ტკბილეულის ქარხანას და ა.შ.“