წინა სტატია სოფელ ზინობიანში, რომლის გასაჭირზეც droa.ge ცოტა ხნის წინ წერდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემების მოგვარება დაიწყო. სოფელი, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და  ხშირად არც დენი, არც ექიმი ჰყავს და არც ამბულატორია აქვს, ყვარლიდან სულ 12 კილომეტრში მდებარეობს და მსოფლიო ეთნოკულტურისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს, რადგან აქ, სოფელ ზინობიანში, კომპაქტურად ცხოვრებენ უდები (უდინები), რომელთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში სულ ათი ათასამდეა. კომპაქტურად...
საინიციატივო ჯგუფი მზიურის პარკში საბაგირო გზისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაციას და შენობაში მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს. "მზიურის პარკის ერთ პატარა, მივიწყებულ ნაგებობაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ. ამ შენობას, წლების წინ, თბილისის ერთი უბანი - მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი მის განსაკუთრებულ არქიტექტურას ადვილად შეამჩნევს. ჩვენი იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის...
მუნიციპალურ ავტობუსებს არა, მაგრამ ბათუმის მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემას ქალაქში მოუწესრიგებელი ქუჩები უქმნის, მათ შორისაა ტერიტორიები, რომლებიც  ზღვისპირა ქალაქის ცენტრალური ნაწილშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. იმის გარდა, რომ ბათუმში არც თუ ისე ცოტა ქუჩაზეა ბალახები გასაცელი, ნახავთ ეზოებს, სადაც დღემდე სამშენებლო მასალები ყრია. მერიის გამწვანების სამსახური ბალახისგან მხოლოდ ქალაქის ბალანსზე არსებულ ტერიტორიებს წმენდს, ამასთან განსხვავებულია მათი გაწმენდის სიხშირეც. ტურისტულ ადგილები თვეში 4-ჯერ...
ქედის მოსახლეობა ცენტრალური პარკისთვის სახელის შეცვლას ითხოვს. მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა. ადგილობრივებს ცენტრალური პარკისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭება სურთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე განცხადების განხილვა მოქალაქეებთან ერთად მიმდინარეობს და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, იგი მთავრობის შესაბამის კომისიას გადაეგზავნება. https://www.youtube.com/watch?v=GLC9QseSIlk&feature=youtu.be
ეკომიგრანტების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობები მარტივდება. ბრძანება, რომელიც შესაბამისი ქულების დაგროვების სისტემაში  ცვლილებებს ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მოქმედი წესით, ეკომიგრანტისთვისსაცხოვრებლის მისაღებად საჭიროა გარკვეული რაოდენობის ქულა, რის შემდეგაც საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ქულები სხვადასხვა კრიტერიუმით გროვდება.  დღემდე არსებული რეგულაციით, მაჩვენებელს 0,5 ქულა ემატებოდა იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებლის მაძიებელი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე იყო და მისი...
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "ინდიკომ“ გაიმარჯვა. სამუშაოების შესრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია 9,6 მილიონ ლარად სთავაზობს, რაც ტენდერი საწყის ფასთან შედარებით 900 ათასი ლარით ნაკლებია. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. თუკი შერჩევა/შეფასების ეტაპს "ინდიკო“ წარმატებით გადალახავს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. კომპანიამ გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 თვეში უნდა დაასრულოს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "ინდიკოს" 100%-იანი წილი იოსებ გადელიას ეკუთვნის. ამასთან,...
ვაკის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. თბილისის საკრებულოს ცნობით, ფორუმი თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმში მონაწილე 17-მდე კომპანიამ შრომის ბაზარზე არსებული 2 000-მდე აქტიური ვაკანსია წარადგინა. ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა...
წინა სტატია მას შემდეგ, რაც გამხმარი ნერგების ფოტოები გავრცელდა, გორის კეთილმოწყობის სააგენტომ მათი მორწყვა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ამ წუთებში გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ და ნარგავებს რწყავენ. ფაქტის ამსახველ ფოტოს კი სამოქალაქო აქტივისტი ბადრი ციქუბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინაც უწყლოდ დარჩენილი ნარგავების შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში ბადრი ციქუბაძემ გაავრცელა. რის შემდეგაც აღნიშნულ თემაზე "რადიო მოზაიკამ" სიუჟეტი მოამზადა, სადაც...
სენაკის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი - საჯარო სკოლებში სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთის დამუშავება იწყება. პროექტის ფარგლებში, სენაკის 6 სკოლაში მოსწავლეები სკოლის ეზოში სხვადასხვა კულტურას მოიყვანენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „თითქმის ყველა სკოლას აქვს ჩვენთან ეზო, რომელიც არის აუთვისებელი, ვგეგმავთ ამ მიწის ნაკვეთების გამოყენებას, დაახლოებით 100, 200 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე უფროსკლასელი მოსწავლეები მოცვის, თხილის, დაფნას, კოლხური ჯონჯოლის მოყვანას აპირებენ, შესაძლებელია მათ ხეხილის ბაღი გააშენონ,...
მესტიაში, სეტის მოედანზე, ფესტივალი „სვანეთობა 2018“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი სამზარეულო - 17 ტერიტორიული ორგანოს მხრიდან ათამდე სახეობის ტრადიციული სვანური კერძი. სტუმრები გაეცნობიან თითო თემიდან ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებს და ხელთნაკეთ ნივთებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 ათასი ლარია. მათ შორის ეს თანხა მიწვეული 160 კაცის კვებასა და ორი ღამით განთავსებას, სამი ფანდურის შეძენას და სიგელების...
„ღამის ეკონომიკისთვის“ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში და დაწესებულებებში სამუშაო დღე უფრო ადრე დაიწყოს, თუნდაც დილის 06:00–07:00 საათზე, - ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით განაცხადა.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსა და ქალაქებში განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ხოლო დასავლეთ ევროპაში „ღამის ეკონომიკას“ „მეორე ცვლის ეკონომიკად“ მოიხსენიებენ. როსტომაშვილის შეფასებით, ღამის ეკონომიკის პროექტი უნდა დაიხვეწოს...
ბოლო 6 თვეში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურება 777 ბენეფიციარს დაუფინანსდა. ახმეტის მერიის ინფორმაციით, ამ მიმართულებით გახარჯული თანხა 212 238 ლარს შეადგენს. "ახმეტის მუნიციპალიტეტის „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ მიერ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლისა და განიხილვის შედეგად 777 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 212 238 ლარი შეადგინა", - აცხადებენ მერიაში.
გურჯაანის მერის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და ტურისტების მოზიდვა მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ამ კუთხით განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ,,გურჯააანის მერია ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების იმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი ძალიან კარგი საქმე, რომელიც ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა, არის დიდების მემორიალზე ბინოკულარის დამონტაჟება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის" ორგანიზებით...
წინა სტატია სოფელ ქვემო სამგორში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ  განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორში, მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება გაკეთდა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას რემონტი ჩაუტარდა. შედეგად საგარეჯოში 9500 ჰექტარზე სარწყავი წყლის...
საჯარო სამსახურის ბიურომ ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ფირუზ ბურჯანაძემ  მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს "ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის" 15%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში"" 50%-იანი წილის მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მერსა და თბილისის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კოეფიციენტების გაზრდისა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემის უფლება. "ეს ნიშნავს, რომ ქალაქს ბენზინი გადავასხათ და ასანთი მივცეთ ბავშვებს“, - თქვა ნადირაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ისი თქმით, თბილისში ქაოსურ მშენებლობას არაფერი ეშველება თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვის და გარკვეული ზონალური შეთანხმებების გაცემა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ