2021 წელი, როგორც ქვეყნისთვის, ისე გორისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც თან საკადრო ცვლილებებიც ახლდა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ პოლიტიკური მოვლენების მოკლე შეჯამებას:
ახალი მერი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. საკრებულო კი 36 წევრით დაკომპლექტდა.
გორის მერმა მრჩეველი დაინიშნა – ეს პოზიცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა დავით კვერნაძემ დაიკავა.
დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე მესამედ გახდა....
მესტიის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. მოხსნილია დროებითი გრაფიკი, რომელიც 24 დეკემბერს დაწესდა. ამავე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები, იმ უბნების და ლოკაციების გამოსავლენად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია.
„ურთულეს კლიმატურ პირობებში, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ, განხორციელებული რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, „ლაჯანურის“ ელექტრო გადამცემი ხაზის ფუნქციონირება აღდგენილია. პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტში არსებული მაღალი მოხმარება, რის გამოც კვლავ არსებობს...
თელავში, მთავარი ნაძვის ხის გარდა ალაზნის გამზირზე მდებარე ნაძვის ხის განათებაც დააზიანეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
აღნიშნულ განცხადებას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ვეხმაურებით 26 დეკემბერს, საღამოს, თელავის ცენტრალურ მოედანზე მომხდარ ფაქტს, რის გამოც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა მოქალაქეთა მხრიდან ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების დაზიანების პირველი შემთხვევა. თელავის მთავარი ნაძვის ხის და ილუმინაციების პარალელურად...
კოლხური შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში, გაწმენდილი და დამუშავებული ფიგურების მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ფიგურების მონტაჟის შემდეგ, შადრევნის ქვების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. ასევე, ადგილზე მოხდება კოლხური შადრევნის ორი მთავარი ფიგურის - ცხენების გაწმენდა.
სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება განათების სისტემა და მოპირკეთება. შადრევნის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს კომპანია შპს "დავითი" ასრულებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან შადრევნის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება.
შპს...
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წევრებმა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ კი ხელფასების ზრდა მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ახსნა, ასევე დაამატა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ ხელფასები აღარ მოემატებათ და ანაზღაურების ზრდა კი გაგრძელდება სხვა დასაქმებულებისთვის.
დღესვე შუახევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 14 ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისათვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ მათ შორის კომუნალური გადასახადების ნაწილში მაქსიმალურად შევეცადოთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფების შენარჩუნებას"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომდევნო წელს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება გაზრდილი ბიუჯეტით.
მისივე განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები.
"გაზრდილი ბიუჯეტების...
მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი გაიხსნა. ინფორაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი. სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან მათ საშუალება აქვთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.
დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საზოგადოებას ახალი აპლიკაცია წარუდგინეს და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მობილურ აპლიკაციაში ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ...
2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 პირი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ისარგებლებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რიჟვაძემ გასული წელი შეაჯამა და აჭარის 2022 წლის გაზრდილ ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
„2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლებს: 1 400 სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით; 5...
წინა სტატია
ხმაურის მიუხედავად, ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მას მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია წავიდნენ.
მომავალი წლის ბიუჯეტი 27 814 000 ლარია. დეპუტატებს პრიორიტეტები მერმა გააცნო და ამასთან, მათ კითხვებს უპასუხა.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ჯანდაცვა. ასევე გარემოს დაცვა.
მერის თქმით, გაუმჯობესდება რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა. ოპოზიციის თქმით კი, ბიუჯეტი არ...
წინა სტატია
კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დაახლოებით ორი კვირის წინ უკვე იმყოფებოდა, სადაც მან გასული ოთხი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძის განმარტებით, თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ის გუნდი წარადგინა, რომელთან ერთადაც ამ გეგმების განხორციელებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თბილისის...
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.
„საქართველოს საოცარი ზამთარი და გახანგძლივებული დღესასწაულები“ - ამ სათაურით სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.
„ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში...
სენაკის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა კუჭავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მას თავისი ხმის სანაცვლოდ 100 000 ლარს სთავაზობდა.
მისი თქმით, პირადად მას 100 000 ლარი შესთავაზეს. ინფორმაცია, რომ კუჭავამ ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სააგენტო „ტაიმერმა“ გაავრცელა.
“ქართულ ოცნებას” აკლია ერთი ხმა საკრებულოში, მის მოსაპოვებლად ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს, ეს არის მოსყიდვა, შეშინება, შანტაჟი და ა.შ.
მე ჩემი ხმის სანაცვლოდ, 100...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, ველობილიკების, სკეიტმოედნის...
სენაკში კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა - საკრებულოს ჩანიშნულ სხდომაზე "ქართული ოცნების" არცერთი დეპუტატი არ მივიდა. სხდომას, ასევე, არ დაესწრო პარტია “საქართველოსთბის”წევრი, ედიშერ ბაღათურია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ მოწყობილი დესტრუქცია.
ხელისუფლების ოპონენტების ცნობით, პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და "ქართულ ოცნებას" შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33...
ოპოზიციის სრული შემადგენლობა საკრებულოში კახა კალაძის მისვლას და წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მათი თქმით, თბილისის მერი არღვევს რეგლამენტით გაწერილ კანონს და ამის ფონზე ის დედაქალაქში მნიშვნელოვან ცვლილებებს და თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფების გაძვირებას აანონსებს.
ოპოზიციის მოთხოვნაა რიგგარეშე ჩანიშნულ სხდომაზე თბილისის მერმა წარადგინოს წლიური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































