“მოზაიკა”: მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები, რომელიც 2021 წელს გორში მოხდა

877

2021 წელი, როგორც ქვეყნისთვის, ისე გორისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც თან საკადრო ცვლილებებიც ახლდა.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ პოლიტიკური მოვლენების მოკლე შეჯამებას:

  • ახალი მერი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. საკრებულო კი 36 წევრით დაკომპლექტდა.
  • გორის მერმა მრჩეველი დაინიშნა – ეს პოზიცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა დავით კვერნაძემ დაიკავა.
  • დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე მესამედ გახდა. საკანონმდებლო ცვილებების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა 3 წევრით განისაზღვრა და წელს პირველად საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ ქალი, თამარ მურალოვა აირჩიეს.
  • არჩევნებამდე არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა გორი მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ყოფილი მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და ოპოზიციაში გადანაცვლებულ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
  • გორის მერის მოადგილეებად დაინიშნენ თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი. შიოშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ღვინიაშვილი კი კომუნიკაციების კომპანიაში მუშაობდა.
  • გორის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელი. ოლეგ ხუბულურმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული ნეგატიური შეფასებები დაუსახელეს.
  • თანამდებობა დატოვა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ბარჯაძემ ჩაანაცვლა.
  • გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან გაათავისუფლეს მამუკა ფანიაშვილის ძმა, კახა ფანიაშვილი. იგი აღნიშნულ სააგენტოში  ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
  • 2021 წელს დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად ვალერიან მჭდლიძე. მანამდე გუბერნატორის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებდა, რომელიც ახლა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზეა.
  • ივლისში თანამდებობები დატოვეს გუბერნატორის მოადგილეებმა, ნუგზარ სამხარაძემ და ამირან ქრისტესიაშვილმა. მათი ადგილი დაიკავეს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თენგიზ ხუბულურმა და  “ქართული ოცნების” კორდინატორმა, აბიკო აბესაძემ.