დაბა სურამში ლესია უკრაინკას რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის სამუშაოები უხარისხოდაა ჩაატარებული. ამის შესახებ საზედამხედველო კომპანია "ოპტიმალ გრუპმა'' ხაშურის მერიას აცნობა. საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ასფალტის ზედა ფენის სისქე მცირეა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ხაშურის მერიამ საზედამხედველო კომპანიის დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წარადგინა. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნით, დადასტურდა ინსპექტირების ჯგუფის პოზიცია ასფალტის ზედა ფენის უხარისხოდ დაგებასთან დაკავშირებით. ლესია უკრაინკას ქუჩაზე...
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრის რეკონსტრუქციისათვის უახლოეს პერიოდში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და თანხების გამოყოფა. “გორის თეატრისთვის არის ისტორიული დღე, როგორც იქნა ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება გორის მოსახლეობა და კერძო სექტორი. ეს თეატრი ერთ – ერთი საამაყო წერტილია თავისი ისტორიით და აქ არ უნდა გვხვდებოდეს...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მშვიდობის ქუჩაზე ხიდის ასაშენებლად 238 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა, მასში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ  გამოთქვა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. ტენდერი თელავის მერიამ 8 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 21 აპრილს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულს, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ხიდის მშენებლობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ცნიბისთვის, ხიდი ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს და წლებია რეაბილიტაცია სჭირდება. თელავის მუნიციპალიტეტის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროგრამა, რომელიც განვადებით მშენებლობას გულისხმობს, მაისში დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „პროგრამის დაწყება გათვალისწინებულია მაისში, ძირითადი პრინციპები უკვე გავლილია. დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებული სახით იქნება გაზიარებული ეს ინფორმაცია. რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რეალურად ეს იქნება კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, შესაბამისი გამოცდილებები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური...
შემდეგი სტატია დღეს, 27 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“. კულუტირის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 220 000 ლარს და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; კულტურაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 29 აპრილს 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება. მათივე ცნობით, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე...
5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, იმუნიზაციის კვირეული ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებს ისახავს მიზნად. "იმუნიზაციის კვირეული იმიტომ არის, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70 %-ის აცრაზე ივნისში თუ არა წლის ბოლომდე, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მოსახლეობა დაცული იყოს ახალი ტალღებისგან",- აღნიშნავს გამყრელიძე. მან ბავშვების ვაქცინაციაზეც...
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის სრულყოფისთვის და ამ სფეროში წესრიგის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა. კერძოდ, პროექტის თანახმად: ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები...
"ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, -ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობა და სახელმწიფო ყოველთვის გვერდში ედგა სამშენებლო სექტორს. ჯერ კიდევ პანდემიის დროს გამოიცა შესაბამისი განკარგულება, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სექტორს მიეცა დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი მეთოდოლოგიით და პროცედურით დადასტურდებოდა, მასალების ფასების ცვლილების გამო, ზიანის მიღების ფაქტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ინდექსაციის მოდელის შემოღებას და ამოქმედებას ეხებოდა. მინისტრის თქმით, მთავრობა...
ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის დეტალები და მნიშვნელობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და...
მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობა მარტივდება. პარლამენტმა 77 ხმით (3 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუკი სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ...
ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და...
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 159 პირს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორებს, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებსა და მრავალწლიანი კულტურის ნერგებს შეუძენს. „პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და...
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა. ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა. კენჭისყრის შედეგად, 81 მომხრე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ