თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მშვიდობის ქუჩაზე ხიდის ასაშენებლად 238 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა, მასში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ტენდერი თელავის მერიამ 8 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 21 აპრილს დასრულდა.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულს, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ხიდის მშენებლობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
ცნიბისთვის, ხიდი ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს და წლებია რეაბილიტაცია სჭირდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტენდერის ჩავარდნის მიზეზად მხოლოდ იმას ასახელებენ, რომ მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო და შესაბამისად, განსახილველი წინადადებები არ შესულა. საკითხზე დამატებით კომენტარი, მერიაში არ გააკეთეს.