შემდეგი სტატია ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე არსებული საცურაო აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს, - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა ქარელში. “სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი”, – განაცხადა გულიაშვილმა. როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.
წყალტუბოში, თვის ბოლოს ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც წინა მთავრობის დროს იყო გაპარტახებული, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, სახელმწიფომ უკვე გამოისყიდა წყალტუბოს წყალი. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც მანამდე წინა მთავრობის დროს გაპარტახებული იყო. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც...
წინა სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი განახლდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 848 271 ლარს შეადგენს. თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, კასპში ყოფნისას, საცურაო აუზის აშენება სთხოვეს. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს. “ერთი სათხოვარი მაქვს. მე პედაგოგი ვარ, 21 წლის სტაჟი მაქვს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ბავშვები. ძალიან გვინდა რაიონს ერთი კარგი საცურაო აუზი”, – უთხრა ღარიბაშვილს შორენა შუშაბერიძემ, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, – ” საცურაო აუზი, გასაგებია, გავაკეთებთ”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფებოდა.
წინა სტატია “ახალ გუბერნატორს ძალიან მალე, თვის ბოლოს დავნიშნავ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში სტუმრობის დროს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 30 ჰა მიწის ფართობის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. “თუ არ დაგვიბრუნდება ეს მიწის ნაკვეთი, საძოვრების გარეშე დავრჩებით და მოგვიწევს გავყიდოთ  პირუტყვი, რომელიც ჩვენთვის შემოსავლის წყაროა”, -ამბობენ ადგილობრივები. არაშენდელები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ, აღნიშნული მიწის ფართობი ჩუმად გაუყიდა და სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა.
წინა სტატია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, ახალციხის ციხეზე კომერციული ობიექტების იჯარით გადაცემაზე დასრულდა. აუქციონზე გატანილი, ახალციხის ციხეზე არსებული ექვსი კომერციული ობიექტიდან ოთხი იჯარით გაიცა, დანარჩენ ორზე კი დაინტერესება არავინ გამოხატა. აუქციონში გამარჯვებულებს, ობიექტები სარგებლობაში ხუთი წლის ვადით გადაეცემათ. აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 და N57 შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა. ობიექტზე ბიჯი 459–ჯერ დაიდო...
წინა სტატია წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა,...
ახალციხის სოფელ აწყურში, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი 20 მაისს გამოცხადდა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 405 108 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა ქსელის მოწყობა18 კვირაში უნდა დაასრულოს. ტენდერში მონაწილეობის მიღება 5–დან 10 ივნისამდეა შესაძლებელი. მოსახლეობა წყალს აწყურის ტყეში გამავალი არსებული სასმელი წყლის ქსელიდან იღებს, რომელიც დასახლებიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. წყალმომარაგება მთებში შეკრებილი წყაროს წყლებიდან ხდება. სოფელში 500 კომლზე მეტი ცხოვრობს. პროექტი ითვალისწინებს...
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან. რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს (იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია). „ბავშვის რეგისტრაციისთვის...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ თანამდებობა დატოვა. “მუშაობას გარემოს დაცვის მიმართულებით გავაგრძელებ”, – განაცხადა მჭედლიძემ. არსებული ინფორმაციით, რწმუნებულის მოვალეობას, სავარაუდოდ, სიმონ გულედანი შეასრულებს.
შუალედური არჩევნების შედეგად, საკრებულოს არჩეული წევრის უფლებამოსილების აღსრულების თარიღი იცვლება. კანონპროექტში შესატან ცვლილებებს მხარი დღეს იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს, რომლის თანახმად, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცესკო ცნობს. შედეგად, კანდიდატი უფლებამოსილების შესრულებას არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეუდგება. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს პარტიული ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და ითხოვენ, რომ ცვლილები პროპორციული სიით არჩეულ საკრებულოს წევრებსაც შეეხოთ. „ქართულ ოცნებაში“...
ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შენობა ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტირდა, სადაც სივრცე დაეთმო ბოლნისის ,,კულტურის ცენტრს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“ და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლობას, რომელიც უქმე დღეებში ბავშვებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას გამართავს. „ცენტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ...
ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და 2 000 ლარი ა(ა)იპ "ხელვაჩაურის სასაფლაოებისთვის" გამოყო. თანხა ორგანიზაციის თანამშრომლების ტრენინგს მოხმარდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მენეჯმენტი ორგანიზაციულ საკითხებში გადამზადებას საჭიროებს, თუმცა, თენგიზ ირემაძე არ აკონკრეტებს რა სახის სწავლება ჩაუტარდებათ საჯარო მოხელეებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლ ახალ დიოკნისში 11 ქუჩას და ერთ სკვერს სახელი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეყილება საკრებულოს სხდომაზე 13 მაისს დამტკიცდა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, ქუჩები სახელები სამთავრობო კომისიამ მოიწონა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. “საკრებულოს მიერ გაგზავნილი იყო გეგრაფიული სახელდების სამთავრობო კომისიაში განკარგულების პროექტი თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალ დიოკნისში ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით. მოწონებული იქნა მთავრობის მიერ გაგზავნილი ჩამონათვალი....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ