სახელმწიფო პროგრამის "ქართული ჩაი“ ფარგლებში, 995.29 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის "შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ჩაის წარმოების მიზნობრიობით 38 სესხი გაიცა.
"გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში, ჩაის გადამმუშავებელი 3 საწარმო ამოქმედდა.
https://www.facebook.com/rda.gov.ge/posts/370674528426484
პარლამენტი 24 მაისის პლენარულ სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილებაზე იმსჯელებს. კანონპროექტს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილებას თავად საკრებულო ცნობს. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის სადეპუტატო უფლებამოსილება სწორედ საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან იწყება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 370 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
"ახალმოწამეთა ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს...
ქარელში შესასვლელი ხიდის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააფინანსა და ტენდერიც მათ მიერ არის გამოცხადებული.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ხიდის რეაბილიტაცია წელს, ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. როდესაც ხიდის მშენებლობა დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა ორმა თუ სამმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულა, რისთვისაც მათ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ქარელის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში 16-მდე ადამიანი დასაქმდება. მერის ზაზა გულიაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე ტექნიკურ პერსონალს შეარჩევენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“პირველ ეტაპზე მოხდება ტექნიკური პერსონალის შერჩევა, ვინც პასუხისმგებელი იქნება ელექტროობაზე, ფილტრებზე. ვფიქრობ, რომ შერჩეული ადამიანი ამ ყველაფერში კარგად უნდა ერკვეოდეს. მუნიციპალიტეტი კონკურსის გამოცხადებას არ აპირებს, მერიას სისტემატიურად მომართავენ ადამიანები დასაქმების თხოვნით, სწორედ აქედან მოხდება მათი არჩევა”, – განმარტავს...
“უცოდინარ ადამიანს ჩვენ ვერ დავნიშნავთ”, – ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა აუზის თანამშრომლების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი განცხადებით, ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი არ გამოცხადდება.
“კონკურსს არ გამოვაცხადებთ, ისედაც ბევრი ადამიანი მიმართავს ქარელის მერიას დასაქმების თხოვნით და სწორედ აქედან მოხდება ახალი კადრების შერჩევა. 10-15 კაცს შევარჩევთ. არჩეული კადრები გაივლიან გადამზადების კურსს და ვინ წარმატებით აითვისებს, მათ...
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქარელში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. უწყების განმარტებით, ბიუჯეტიდან მხოლოდ 200 ლარი დაიხარჯება, რადგან ზაზა გულიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს იმის რესურსი, რომ ღონისძიებების ორგანიზება თავად უზრუნველყოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ანსაბლების “ქარელის” და ” ივერიის” შესრულებით. ასევე ჩატარდება მხიარული სტარტები რომელსაც ორგანიზებას სპორტის სამსახური გაუწევს”, – ამბობას ზაზა გულიაშვილი.
გარდა ამისა, 26 მაისს ქარელში იქნება კულტურული მემკვიდრეობის...
წინა სტატია
არაშენდაში აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი შეხვდა. საკრებულოს წევრის, მერაბ მელანაშვილის განცხადებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალდაბისა და არაშენდა 50 ჰექტარი მიწის ფართობზე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
არაშენდას 24 ჰექტარის მიწის ფართობზე მოსახლეობის წერილობითი უარის შემდეგ, პროცესი დაიბლოკა. ახალდაბას 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებაზე სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა.
არაშენდის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს მიწა არის მათი...
საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშია წარდგენილი.
საკანონმდებლო წინადადებით, 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე, შესაძლოა, ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდეს.
წინადადება თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) ეკუთვნის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. მიღებული გადაწყვეტილება კი კომიტეტმა კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.
29 მეწარმე დევნილსა და ეკომიგრანტს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს.
გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ...
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინაროებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მასშტაბით 15 მისამართზე დასრულდა.
"ბათუმის მასშტაბით საგზაო რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს ისეთი პროექტი, როგორიცაა მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა. დღეს ვიმყოფებოდით ბაგრატიონის ქუჩის #214-ში, სადაც ეზოს მოასფალტება ხორციელდება. ამავე მისამართზე დაწყებულია სკვერის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის...
"ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება“ - წერია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში. ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებით, უკვე ეძებენ ალტერნატიულ შენობას, სადაც მკითხველთა მომსახურებას შეძლებენ. ინფორმაციას აჭრის ტელევიზია ავრცელებს
ჯონი საბაშვილის განმარტებით, შენობის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მეორე სართულის ადაპტირების სურვილით ლიფტის დამონტაჟება დააპირეს.
ის აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია დამატებითი მშენებლობის შესახებ აბსურდულია და პროექტის შედგენის შემდეგ ტენდერი არსებული...
27 მაისს, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში, ინტერპელაციის წესით, ოთხ მინისტრს მათ შორის პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
ინტერპელაციის გრაფიკი, რომლის განხილვაც ბიუროს სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა, ასეთია:
თავდაპირველად პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მივა, რომელსაც ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირში საქართველოს განაცხადს შეეხება.
ამის შემდეგ პრემიერმინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი “ლელომ“ შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიბარა: - რა ზომები გაატარა...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ თოლორდავა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას გარდაიცვალა.
სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები", - განმარტავენ მთავრობაში.
მათივე ცნობით, გორის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 14.4 მილიონი ლარია. პროექტი ზაფხულში დასრულდება.
ზაფხულში დასრულდება გორში “ახალბაღის” პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































