საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშია წარდგენილი.
საკანონმდებლო წინადადებით, 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე, შესაძლოა, ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდეს.
წინადადება თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) ეკუთვნის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. მიღებული გადაწყვეტილება კი კომიტეტმა კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.