ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილებას დაუჭირეს მხარი. პარასკევს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი  განხორციელდება:  გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა - 739,6 ათასი ლარით. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა - 4949,2 ათასი...
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის წლიური ბიუჯეტი 3 700 000 ლარია, დამატებით კიდევ 700 000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. შპს-ს, რომელსაც არათუ შემოსავალი შეაქვს ბიუჯეტში, არამედ საკუთარ თავსაც ვერ ინახავს, მერიამ დაფინანსება გაუზარდა. საუბარია 60 ავტობუსზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სესხით იყიდა. გარდა იმისა, რომ ქუთაისის მოსახლეობას ამისთვის 23 მილიონიანი ვალის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს, ასევე იძულებულია ყოველწლიურად მილიონობით...
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა. „დავით...
წინა სტატია მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რებრენდინგი, რომლის შედეგად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანანონსა. „20 ივნისის მთავრობის სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს...
მთავრობა ქუთაისში აგრესიულ პრივატიზაციას აანონსებს. „მხოლოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტის სახელმწიფო ქონებაა მზად გასაყიდად“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. სამინისტროს ინფორმაციითვე, უკვე იდენტიფიცირებულია 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება, რომელსაც აუქციონზე 20 ივნისიდან გამოიტანენ, მათ შორისაა ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხანა“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნესგეგმა და განვითარების...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი) მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. მიწის რეგისტრაცია ორი სახისაა – სისტემური და სპორადული. სისტემური რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. პროექტის მიზანია სოფელში წყლის დებეტის მნიშვნელოვნად გაზრდა. “სოფელ ლალისყურის მოსახლეობას შევხვდით და ის მასშტაბური პროექტი გავაცანით, რომელიც წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ გადაწყვეტს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ახალი სათავე ნაგებობა მოეწყობა. პროექტი უკვე ნაყიდია და მერია ახლო მომავალში ტენდერს გამოაცხადებს. პროექტი ასევე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რისთვისაც საკმაოდ...
პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორები და ქართული სამზარეულო გააცნეს. „საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია...
სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ბულვარის ტერიტორიაზე მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება. დამატებითი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიონი ლარია. განახლებული ბულვარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა...
20 მაისის შემდეგ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი ასრულებს. თანამდებობებზე რჩებიან დანარჩენი მოადგილეებიც – აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური. “მოზაიკა” სახელმწიფო რწმუნებულის გადადგომის შემდგომ ვითარებაზე სამივე მათგანს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, რეგიონს გუბერნატორი სჭირდება, თუმცა მისი არყოფნის პირობებშიც, ყველა დაწყებული საქმე შეუფერხებლად გრძელდება. “ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არც ერთი მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. ყველა დაწყებული...
ხაშურში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა 2021 წელს დაანონსდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტი წინასაარჩევნო დაპირებებშიც შეიტანა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დაპირება, დაპირებად დარჩა და ამ დრომდე წყლის პრობლემა მოუგვარებელია. ამის შესახებ მოზაიკა ნიუსი წერს. “წინასაარჩევნო შეხვედრებზე, რომ დადიოდნენ კანდიდატები ყოფილებთან ერთად, მეტი დამაჯერებლობისთვის, პირველი თემა იწყებოდა დაპირებით, რომ ხაშურში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნებაო და სიხარულით ვრეკავდით ახლობლებთან, რომ გეგმა...
რატომ არ ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქარელში? – ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს. ოპოზიციის თქმით, შენობა უკვე ორი წელია უფუნქციოა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქარელის საკრებულოში, მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, რომ შენობის გახსნა კოვიდპანდემიის დაწყებამდე იყო დაგეგმილი. “ეს საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე უნდა გახსნილიყო. შემდეგ პანდემია დაიწო და მას დააბრალეს. პანდემია დასრულდა, შენობა კი დღემდე...
წინა სტატია აუტიდის მოკვლევის შდეგად "დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაფინანსებული ბევეფიციარების ნაწილმა თანხა უკან უნდა დააბრუნოს. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის ანგარიშია ნათქვამი. აუდიტს ანგარიშში რამდენიმე ბენეფციარის მაგალითი აქვს განხილული, რომლებსაც ხარვეზის გამო, სააგნეტოს მიერ დაფინანსებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოუწევთ. "ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ გაიცა. აღნიშნულის შედეგად, თანადაფინანსება...
შემდეგი სტატია დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით ტარდება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. „უნდათ, ადამიანები შთააგონონ,...
შემდეგ სტატია აუდიტმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთანავე, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად 733 291 ლარით დაფინანსდა, ნერგების გარკვეული ნაწილი ასევე გამხმარია. რაც შეეხება გადარჩენილ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ