რუსთავში კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა. მე-8 მიკრორაიონის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის იქნება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა. სკვერის გახსნას, რუთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ,,ჩვენს ქალაქს კიდევ...
დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება. დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო...
პროექტი "თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.  „ვაგრძელებთ პროექტს "თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები  იმართება. ძალიან...
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები.   „ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი...
ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.  „როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ველი +“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 163 420 ლარით ფინანსდება.
წინა სტატია სამგორის რაიონის გამგეობასთან "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციის წევრების განცხადებით, გამგებლის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. "როდესაც აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომელი ხარ, არ გაქვს ამის უფლება და თუ შეგეშალა, დღეს ბოდიში უნდა მოიხადო და გადადგე. თუ არ გადადგა, მივმართავ ჩვენს ქალაქის მერს, კახა კალაძე, ეს ხომ თქვენი გუნდია, თქვენ...
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიის Larsen and Toubro Limited გენერალურმა მენეჯერმა რაჯეშ კუმარიმ ხელი მოაწერეს ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების დაწყებას რაჭისა და იმერეთის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ავრცელებს. მათი ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KfW-ს განვითარების ბანკის, სამშენებლო კომპანიის Larsen and Toubro Limited და პროექტის საკონსულტაციო კომპანიის...
ამ დრომდე არ გამოჩენილა სამგორის გამგეობაში გამგებელი, რომელმაც გუშინდელი მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა. გამგეობაში აგრესიით დახვდნენ ჟურნალისტებსაც. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კამერებს გამგეობის ფოიეში გადაღების უფლება არ მისცეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ განმარტება, რატომ გამოიყენა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოქალაქეების მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს,რომ საკითხი გამგეობას არ ეხება, რადგან სამხარაძემ ფეისბუქ სტატუსი არასამუშაო საათებში დაწერა...
წინა სტატია სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ამბობს, რომ სტატუსი, რომლითაც მან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა საჯარო არ იყო. მან "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ მისი პოსტი მეგობრებზე იყო გათვლილი და რომ ერთმანეთს ისინი ასე ესაუბრებიან. გამგებელმა ჟურნალისტს უთხრა სიტყვა სი*ების მნიშვნელობა სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ნახოს. "ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს, არც პოლიტიკურს,...
“სამწუხაროდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის სფეროში დღეის მდგომარეობით არასახარბიელო მდგომარეობაა”, – აღნიშნული ინფორმაცია მოტანილია ხაშურის მერიის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა და სარიტუალო მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის აღწერაში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს ხაშურის მერია ამ მიმართულებით 57 800 ლარს ხარჯავს, თუმცა უწყება აღნიშნავს, რომ მოსახლეობა საფლავისთვის დადგენილ ნორმებს არღვევს, რაც ხელს უწყობს მიწის საკითხებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემის...
წინა სტატია სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს. კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ. „შეიძლება, არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების გამაგრებით/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სამი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მანრეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ მიწისძვრის შედეგად მიღებული ზიანი შეისწავლა, რის საფუძველზეც მთავრობამ 130 000 ლარი გამოყო. "უკვე თანხა მიღებული გვაქვს და მოამზადა უკვე შესაბამისმა კომისიამ დეფექტური აქტები და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი რომ...
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკითხების გადაწყვეტას უკავშირდება მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. ცვლილებების პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმის...
უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება, -  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. საბიუჯეტო ცვილილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს. „გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. ამბროლაურის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ქურციკიძესთან ერთად დაათვალიერა. „გარდამავალი პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის აპრილში დაიწყო და პირველი ეტაპის დასრულება ამავე წლის ივლისში იგეგმება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ