2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას (DMO) 8 070 ტურისტმა მიმართა. ეს ციფრი, თითქმის ოცჯერ მეტია, შარშან ამავე პერიოდში ტურისტების რაოდენობასთან შედარებით. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრების სერვისებით ისარგებლა 417-მა ტურისტმა. ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი ტურისტი, რომლებმაც წელს მათ ცენტრებს მიმართა, იყვნენ პოლონეთიდან, შემდეგ ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან...
ქუთაისში 15 სპორტული მოედნის რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 192 115 ლარი დაიხარჯება. შემსრულებელმა სპორტული მოედნები ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეაკეთოს. მერიის ინფორმაციით, რეკონსტრუქციას საჭიროებს მოედნები ხარებავას, ლეჟავას, გამსახურდიას, ნიკო მარის, წერეთლის, ახალგაზრდობის, ნიკეას, ტყიბულის, გელათის, სულხან-საბას, აღმაშენებლის, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩებზე.
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაციები, 2 ივლის „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში აქტივისტებზე მარნეულის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პეტიციას აქვეყნებენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ორგანიზაციები მარნეულის მერიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისათვის. პეტიციის ავტორები მოითხოვენ, მარნეულის მერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლონ მარნეულის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი...
შემდეგი სტატია მარნეულის მერიის თანამშრომელმა ირმა ზარქუამ, რომელიც 2 ივლისს, მარნეულის ბაზარში კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში ფლაიერების დარიგების აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მანრეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვასა და კიდევ ათამდე პირის მიმართ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ირმა ზარქუამ რადიო „მარნეულისათვი“ კომენტარის მიცემა არ ისურვა. „პირადად მე არ მაქვს ვალდებულება თქვენ რაიმე კითხვაზე გიპასუხოთ. ყველაფერს გაიგებთ თავის...
წინა სტატია ქუთაისში, "პრესის სახლის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა, არ გაიყიდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ობიექტის შეძენით არავინ დაინტერესდა. სამინისტრო შენობას მასში სასტუმროს მოწყობის პირობით ასხვისებდა. აუქციონზე მისი ფასი 3 210 000 ლარი იყო. "პრესის სახლში" სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს. ქუთაისში მდებარე 3 210 000 ლარად შეფასებული ქონება, ერთ-ერთია...
მარნეულში ტურისტული ჯიხურის გახსნის კონკრეტული დრო კვლავ უცნობია. ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ახლო მომავალში დაიწყებს მუშაობას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „პროცესი დაწყებულია, ინვენტარით აღჭურვაც მიმდინარეობს. ამაზე მუშაობს მერია. ასევე, გამოიყოფა კადრი და გადამზადდება. უახლოეს მომავალში გაიხსნება (რედ.ტურისტული ჯიხური)“ - ამბობენ მერიაში. მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აშენდა, თუმცა შენობით სარგებლობა დღემდე შეუძლებელია. ჯიხურის...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ინფორმაციას  საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ2 მოცულობის...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600-მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. ასევე, დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორისა და ატენის ეპარქიას, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 99 წლით სარგებლობის უფლებით გადასცა. ეს ის ფართია, რომლის იჯარით აღებაც ერთ-ერთ ადგილობრივ ბიზნესმენს სურდა, მაგრამ თხოვნა მერიამ არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 2018 წელს გორელმა ბიზნესმენმა, სოსო ბაბაევმა გორის მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, რომლითაც აღნიშნული ფართის იჯარით ან აუქციონის წესით შესყიდვა მოითხოვა. ბიზნესმენს...
ქარელში, კოშკების უბნის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ასწლოვანი ხეების მოჭრაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ამ ხეების დაზიანება მოხდა შეგნებულად, რომ შემდეგ მისი მოჭრა შესძლებოდათ”, – ამბობს ირმა ხალუაშვილი. მისი თქმით, ქარელის მერია მათ დაპირდა, რომ ამ ხეებს მოუფრთხილდებოდა, თუმცა, სკვერის მოწყობის დროს, მისი ფესვები შეგნებულად დააზიანეს. “ხეებს ფესვები შეგნებულად დაუზიანეს, ვეღარ გაუძლო და და წაიქცა. არასოდეს, რაც აქ ვცხოვრიბ, აქ დავბერდი და...
სააპელაციო სასამართლოში ბაღების გაერთიანების მიერ გასაჩივრებული საქმე, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალციხის ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მარინე ლალუაშვილმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას ლალუაშვილის სამსახურში არაღდგენის შესახებ არ ეთანხმება და ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო განიხილავს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ექვსი თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში, ადმინისტრაციულ შენობაში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და ბიუჯეტიდან 57 239 ლარი გამოიყო. აღნიშნული სივრცე სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყობა. სატენდერო პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით, მზის ელექტროსადგური მოეწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ლიეტუვიდან მზის ელექტროსადგურის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები, მზის პანელები და სხვა მასალები კერ კიდევ იანვარში ჩამოიტანეს. მზის ელექტროსადგურის მონტაჟი უზრუნველყო საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ "შპს მზის სახლმა" და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქაშეთსა და სოფელ სკრის...
  ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ნამდვილად იმატებს - სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულების უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში მკურნალობს. „ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ...
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ, 4 წელია ამას ვითხოვთ. ხალხი იწამლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ყველა. ჩვენგან 300 მეტრში გოგირდია და ამას ვაპროტესტებდით, ახლა...
გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებმა გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას ცუდად გახდა ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომლის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ამ წუთებში გარემოვაჭრეები მერიაში იმყოფებიან და მერთან შეხვედრას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ