2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას (DMO) 8 070 ტურისტმა მიმართა. ეს ციფრი, თითქმის ოცჯერ მეტია, შარშან ამავე პერიოდში ტურისტების რაოდენობასთან შედარებით. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრების სერვისებით ისარგებლა 417-მა ტურისტმა.
ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი ტურისტი, რომლებმაც წელს მათ ცენტრებს მიმართა, იყვნენ პოლონეთიდან, შემდეგ ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.
ტურისტების რიცხვის დიდ მატებაზე მიუთითებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში საქართველოს 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ვიზიტორების ზრდა 2021 წლის ივნისთან შედარებით 185.5%-ია.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდანაა. რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით გაიზარდა.