აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შემზღუდავი ღონისძიებები 12 აპრილამდე გაგრძელდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
შეზღუდვები გულისხმობს ქორწილების, მასობრივი დღესასწაულების აკრძალვას, ასევე დახურული იქნება საბანკეტო დარბაზები, კვების ობიექტები, სპორტული და გასართობი ობიექტები, მათ შორის ფიტნესცენტრები და სპორტდარბაზები, საცურაო აუზები. სპა სალონები, გამონაკლისს ღია სივრცეში არსებული ცენტრები წარმოადგენს.
დახურულია საგანმანათლებლო წრეები, საბავშვო გასართობი ცენტრები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები სამედიცინო ნიღბით დაშვებიან.
12 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში ვირუსი 13-ს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია 13 024 შემთხვევა. აქედან 12 440 პირი გამოჯანმრთელდა, 203 კი გარდაიცვალა.