ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება

656

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება. ინფორმაციას ადასტურებენ ავტოსადგურის ადმინისტრაციაში. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მათი თქმით, ღირებულება სამი ლარით იზრდება და 15 ლარი ხდება. მძღოლები ფაქტს საწვავის გაძვირებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არსებული თანხით მგზავრობა შეუძლებელია.

მგზავრობის გაძვირებას ელოდებიან სხვა ქალაქებში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც. მათი თქმით, მგზავრობა, სავარაუდოდ, არსებული თანხასთან შედარებით 10-15%-ით მოიმატებს.