სახელოსნოების მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ახლადაშენებული ფართები იჯარით გაიცემა.
გორია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოიჯარე შეირჩევა აუქციონის წესით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებს აუქციონში მონაწილეობის მიღება 10 მარტის ჩათვლით (17:00 საათამდე) შეუძლიათ.
შენობა სახელოსნოებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საპილოტე, საგრანტო პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში აშენდა.
შენობების კერძო სექტორისთვის გადაცემას აღნიშნული საგრანტო პროექტი ითვალისწინებს დასაქმებისა და კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
სახელოსნოების საშუალებით ტურისტები ქართული ხალხური რეწვის და კვების მრავალფეროვან ტრადიციებს გაეცნობიან.
დაინტერესებულმა პირებს აუქციონის პირობები დეტალურად შეუძლიათ იხილონ ვებგვერდზე – eauction.ge.