საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფი თითოეული ბავშვისთვის სოციალური დახმარება 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
„2022 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებები. კერძოდ მნიშვნელოვანია, ის რომ მომდევნო წელს სრულად იქნება დაფინანსებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფი ბავშვების დახმარება, თითოეულ ბავშვზე ყოველ თვიურად 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.