ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა. საბავშვო ბაღი, ხობი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
პროექტის შესაბამისად – შეიცვალა იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყო პანდუსი, გარემონტდა სამზარეულო და სველი წერტილი, შემოიღობა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი და განახლდა ინვენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ბაღების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.