ახალგაზრდობის სააგენტო: გორელი ახალგაზრდების 50% პოლიტიკით არ არის დაინტერესებული

400

ახალგაზრდობის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები გამოკითხა.

კვლევის შედეგად, სააგენტომ გააანალიზა გორელი ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამები, სერვისები და ა.შ

“გორის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების 50% ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არ არის ან საერთოდ არ არის დაინტერესებული. 43% კი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია” , – ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, გამოკითხული ახალგაზრდების 35% ფიქრობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. 29%-მა არ იცის, რამდენად არის გათვალიწინებული, ხოლო რესპონდენტთა 36% ფიქრობს, რომ მათი ინტერესები გათვალიწინებულია.

​დოკუმენტი, სადაც კვლევის საბოლოო შედეგებია მოცემული, 407 გვერდისგან შედგება.