სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ტყვარჩელის N5-ში, სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, აქ საბურთალოს გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.
„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეები. არავისთვის არაა ახალი, როგორ განაშენიანდა ეს ტერიტორია. იმ სივრცის ირგვლივ, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტერიტორიის მონაცვლეობა. ახლა ვიწყებთ აქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟსა და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
სკვერი 1 300 კვ.მ ფართობზე მოწყობა. ტერიტორიაზე, კეთილმოწყობისა და გამწვანების შემდეგ, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.