“ევროპული საქართველო” სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს

382

ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ პარტიაში იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას. აქედან გამომდინარე, ევროპულ საქართველოშიც მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილება უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით”. – ამბობს ბაქრაძე

ბაქრაძეს თქმით, შიდაპარტიული ცვლილებები გავლენას არ მოახდენს ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი და სხვა საერთო  ოპოზიციური მოთხოვნები.

“უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეეტილებებთან დაკავშირებითაც. მაგრამ ის რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, რომ, როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონერობაზე, ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, მხედველობაში მაქვს პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები, ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის. ბოიკოტი დარჩება ძალაში”. – თქვა ბაქრაძემ.