რას სთავაზობს გორის მერია უსახლკარო ადამიანებს?

363

უსახლკარო, მიუსაფარ ადამიანებს გორის მერიისგან 3 სახის დახმარების მიღება შეუძლიათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

1.  ქირავნობის ხელშეკრულებას თვეში 100 ლარის ოდენობით –  ბენეფიციარი ქირაობს ბინას, აფორმებს ხელშეკრულებას ნოტარიალურად და მერია უფინანსებს ქირის თანხას;

2. საცხოვრებელი სახლის შეძენას და დროებით სარგებლობაში გადაცემას;

3. სოციალურ საცხოვრისში შესახლებას შენობაში თავისუფალი ფართის არსებობის შემთხვევაში.

სამივე შემთხვევაში მოქალაქე მიმართვას მერიას განცხადებით, რომელსაც შეისწავლის დროებითი სამუშაო ჯგუფი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.