გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულად მოასფალტება და მეწყერსაშიშ ადგილებზე ნაპირსამაგრი სამუშაობის განხორციელება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ზიარის გზა გურჯაანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს და წლების განვალობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. რეაბილიტირებული გზა ხელს შეუწყობს გურჯაანისა და მაღალმთიანი სოფლების ერთმანეთთან დაკავშირებას და ტურისტული პოტენციელის ზრდას.
პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია. თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. სამუშაობი სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.