“იდეათა სივრცე”: ქუთაისელი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა თვითმმართველობის როლისა და საქმიანობის შესახებ არაფერი იცის

359

ქუთაისელი ახალგაზრდების უმეტესობას თვითმმართველობის ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “იდეათა სივრცე’’ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული ახალგაზრდების 88 პროცენტს თვითმმართველობასთან შეხება არ ჰქონია და არც ის იცის, რომელია თვითმმართველობის ორგანოები. 200 გამოკითხულიდან 116 რესპოდენტი ამბობს, რომ არ იცის რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, 56 რესპოდენტი კი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ფუქნციისა და როლის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს, თუმცა თვითმმრთველობის საქმიანობად ისინი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ასახელებენ. გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

1. რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, დაასახელეთ ერთი ან რამდენიმე მაგალითი, პასუხები შემდეგნარიად გადანაწილდა:

არ ვიცი- 58% (116  რესპოდენტი)

დიახ- 14% (28 რესპოდენტი)

ნაწილობრივ ვიცი-  28% (56 რესპოდენტი)

აღსანიშნავია რომ, რესპოდენტები რომლებიც ასახელდებდნენ რომ წარმოდგენა ნაწილობრივ ჰქონდათ  თვითმართველობის საქმიანობის შესახებ, ასახელებდნენ  თვითმმართველობის საქმიანობას წარმოდგენას  მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კუთხით.

2. იცით თუ არა რომელია თვითმმართველობის ორგანოები, პასუხები შემდეგნარიად გადანაწილდა:

არა- 71% (142 რესპოდენტი)

საკრებულო და მერია- 8% (16 რესპოდენტი)

მხოლოდ მერია ვიცი-21% (42 რესპოდენტი)

3. გქონიათ თუ არა შეხება ადგილობრივ თვითმართველობასთან პასუხები შემდეგნარიად გადანწილდა:

არა-88% (176 რესპოდენტი)

დიახ- 12% (24 რესპოდენტი)

4. მხოლოდ 24 რესპოდენტი აღმოჩნდა, რომელთაც ჰქონიათ შეხება

თვითმმართველობასთან. კითხვაზე, კმაყოფილი ხართ თუ არა თვითმმართველობის სერვისით, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კმაყოფილი ვარ- 16%  (4 რესპოდენტი)

უკმაყოფილო ვარ- 84% ( 20 რესპოდენტი)

კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შორის ჩატარდა.