გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო ქალ მძღოლებს სამუშაოდ იწვევს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, მძღოლებისთვის გამოცხადებული კონკურსი უკვე დასრულდა, მაგრამ თუ ქალებს ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაცია და ისურვებენ მუშაობას, სააგენტო მათ დაასაქმებს.
“კონკურსი დასრულდა. ქალბატონების განაცხადი არ შემოსულა, რაც ძალიან გვაფიქრებს. თუ ახლა მაინც გამოჩნდა მსურველი, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ გამოსავალს და მათ დავასაქმებთ, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც საქართველომ გააფორმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, წერია, რომ გენდერული ბალანსი უნდა დავიცვათ და მომავალი 3 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომ დავაინტერესოთ ქალბატონები. რა თქმა უნდა, ჩვენ საჭესთან არ დავსვამთ ნებისმიერ ქალბატონს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება”, – ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.
დასაქმების მსურველმა ქალებმა სააგენტოს უნდა მიმართონ.