გორის მერიამ 2020 წელს ბინის ქირისთვის თანხა 120 ადამიანზე გასცა

275

2020 წლის 1 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გორის მერიამ ბინის ქირისთვის ბიუჯეტიდან თანხა 120 ბენეფიციარზე გასცა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უწყების ინფორმაციით, ამ დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს სულ 109 144 ლარი დაიხარჯა. მერია თითოეულ ბენეფიციარზე აღნიშნული მიზნისთვის მაქსიმუმ 100 ლარს ითვალისწინებს.

“საუბარია თავშესაფრის გარეშე მყოფ მოქალაქეებზე, ვისაც ბინა არ აქვს. შეუძლიათ მოგვმართონ, ჩვენი სოციალური სამსახური შეისწავლის მათ მდგომარეობას და კოტეჯის შეძენა იქნება თუ ქირის გადახდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ქირავნობისთვის გათვალისწინებული დახმარებით გასულ წელს საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა”,-აცხადებს გორის მერი.