დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სოციალურად დაუცველმა დევნილებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
გარდა ამისა, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ მეწარმე დევნილებსაც, რომლებიც საკუთარ საწარმოებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს დაასაქმებენ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 155 დევნილი დაფინანსდა.