გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში უსახელო ქუჩას ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 8 იანვრის სხდომაზე მიიღო.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ უსახელო ქუჩისთვის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელის მინიჭება გორის მერის ინიციატივით მოხდა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასული წლის ნოემბერში განიხილეს, მაშინ დეპუტატებმა აღნიშნულთან ერთად, სხვა უსახელო ობიექტებისთვის სახელის მინიჭების 9 ინიციატივა განიხილეს და კანონმდებლობის შესაბამისად სამთავრობო კომისიაში გაგზავნეს.