გორში უსახელო მოედანს ვაჟა-ფშაველას სახელი მიენიჭა

418

გორში, კვერნაქის დასახლებაში, უსახელო მოედანს ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელი მიენიჭა. გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. ინიციატივა გორის მერმა წარადგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მოედნის ნაკვეთის  შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები”, – წერია განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის, გორში უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის მინიჭებაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს.