პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოსალოდნელია წყლის ტარიფის ზრდაც და მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის სრულად დაასუბსიდირებს წყლის გაზრდილ ტარიფს.
მისივე თქმით, წყალმომარაგების ტარიფი წლების განმავლობაში არ გადახედილა.
„წყალმომარაგების ტარიფს, რომელიც გაიზრდება, რამეთუ წლების განმავლობაში არ გადახედილა, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის გაზრდილ ტარიფს”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ასევე გეგმავს 2021 წელს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას.