2021 წელს გორში, გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში ასახა.
მერიას გათვალისწინებული აქვს, რომ რეაბილიტაციის გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მოაწყოს ახალი საკანალიზაციო სისტემა.
საერთო ჯამში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას 3 112, 3 ათასი ლარი მოხმარდება.