შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 554 შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 453 ფიზიკური პირი დაჯარიმდა”, — აცხადებენ შსს-ში.
პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.