თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

362

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს.

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

კერძოდ, განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევის და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე იგეგმება ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის დაწყება.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.