25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

334

25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე, ჩარჩოვანი ხიდურა კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, საჭიროა 2020 წლის 25 დეკემბერს, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მონაკვეთზე 15 წუთით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. ამასთან, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.