ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დაშლაში მის წვლილს ხედავს. კობახიძის თქმით, მათ ოპონენტებს ყველაფერი ხელში შემოეშალათ.
“ის, რომ 3 მთელი და რაღაცა პროცენტი აიღო ევროპულმა საქართველომ, ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლებაში დაბრუნება ვერ მოახერხა და, ფაქტობრივად, დაიშალა პარტია, მთელი ოპოზიცია დაიშალა და ეს არის ჯანსაღი პროცესი. ჩემი წვლილი არის ამაში და მე მგონი, ეს აღიზიანებთ მათ [ოპოზიციას].
ჩემს თავზე ვერ მივიწერ, მაგრამ ჩემი პატარა წვლილი არის ამ ყველაფერში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აღიზიანებთ. დაშლილი გირჩი აღიზიანებთ, დაშლილი ევროპული საქართველო აღიზიანებთ, დაშლილი ნაცმოძრაობა აღიზიანებთ”, – ამბობს კობახიძე პალიტრანიუსთან.
კობახიძის თქმით, მის კონკრეტულ ქმედებებს ეფექტი აქვს.