ვაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო მართვის სტანდარტებს, ასევე თითოეული ადამიანისა და ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას და პანდემია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა და მის შედეგად დაზრალებული სექტორები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს პარლამენტში განაცხადა, სადაც საკომიტეტო მოსმენები იმართება.
მისივე თქმით, 2024 წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორში მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯება. „შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ იმ პრიორიტეტებზე და შევთანხმდეთ საკომიტეტო, საპარალმენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ფორმატში, რა იქნება პრიორიტეტები. ვფიქრობ, იმპორტის ჩანაცვლება სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ასევე განათლების ხარისხის გაზრდა ფერმერები და რეგიონების პროფესიული კადრებით უზრუნველყოფა და თავისთავად, ევროკავშირის ბაზრის ათვისება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.