მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, გზას აგებენ

260

თბილისში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ, 26 მაისის ქუჩაზე წყალსადინების ქსელი მოწყო, ამ ეტაპზე გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.

თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

“დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება და სამუშაოებისთვის 761 900 ლარამდე დაიხარჯება.

გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.