აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ხმაურია. ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიციის მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დახვდნენ და მოღალატე უწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.
„არჩევნების გაყალბებაზე „ნაციონალური მოძრაობა საუბრობს და მათთან შემავალი პარტიები“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.