ფოთის დატბორვის საფრთხე: სპეციალისტები წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ითხოვენ

648

სპეციალისტები ფოთში მდებარე წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ.

58 წლის წინ აშენებულ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰიდრონაგებობას ბოლოს სარემონტო სამუშაოები 12 წლის წინ ჩაუტარდა.

სპეციალისტები შესაბამის საექსპერტო დასკვნასაც იშველიებენ და ამბობენ, რომ ჰიდრონაგებობაზე დიდი ხნის წინ დაწყებული გამორეცხვის პროცესი ფოთს დატბორვის საფრთხეს უქმნის.

საშიშროება ყოველი სტიქიის დროს კიდევ უფრო იზრდება. მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ ადგილობრივ მესამე სექტორშიც.

წყარო: 1tv