ასეულობით ბავშვი საბავშვო ბაღებს მიღმა რჩება.
საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში დარეგისტრირების მცდელობა მშობლების დიდი ნაწილისთვის წელსაც წარუმატებლად დასრულდა. პრობლემა მხოლოდ დედაქალაქს არ ეხება. იგივე სურათია რეგიონებშიც.
ბაღების მართვის სააგენტო მიზეზად ადგილების დეფიციტს ასახელებს და გამოსავალზე ფიქრობს. ერთ-ერთ ვერსიად დამატებითი ჯგუფების შექმნა განიხილება.
წყარო: 1tv