საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის 2017 წლის აგვისტომდე 34 512 მგზავრი დააჯარიმეს

639

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 2016 წლის განმავლობაში, 53 836 ადამიანი, 2017 წლის 10 აგვისტომდე კი 34 512 მგზავრი დააჯარიმეს. აღნიშნულთან დაკავშირებული მონაცემები „ინტერპრესნიუსმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოითხოვა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს დაჯარიმებული 53 836 მგზავრიდან ჯარიმა 47 394-მა გადაიხადა, 5595-მა კი – არა. 2016 წლის დეკემბერში დაჯარიმებულმა 847-მა პირმა ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში გადაიხადა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2017 წლის 10 აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული 34 512 პირიდან ჯარიმა 27 372-მა გადაიხადა, 6 505-მა არ გადაიხადა, ხოლო 635-სთვის არ დამდგარა კანონით გათვალისწინებული გადახდის ვადა.

წყარო: ინტერპრესნიუსი