არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა თემაზე შიდა კონსულტაციები და სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება. ამის სსახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკის ვიხილავთ.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიონ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი, დავით სონღულაშვილს ჩააბარებენ.
რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში ძველი თავმჯდომარე რჩება. წინასწარი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კვლავ მიხეილ ყაველაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს – დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს – ბექა ოდიშარია, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებენ.
პარლამენტმა თანამდებობის პირები პირველივე სხდომაზე უნდა აირჩიოს.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში თეა წულუკიანის აღმასრულებლ ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი იხილებოდა. ამ კონტექტში საუბარი იყო წულუკიანის ან პრემიერ მინისტრად წარდგენაზე ან მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დამტკიცებაზე.