ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მხარე ინარჩუნებს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ხვალ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე სხვა საკითხებზე პროგრესის მიღწევა.
„რვავე მონაწილემ, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.