ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

406

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის 3 სოციალური სახლი აშენდა, სადაც 73 ოჯახი ცხოვრობს.