აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა კაფე გახსნეს

410

აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა “იმოქმედეს” ორგანიზებით, მინი კაფე გაიხსნა. როგორც “იმოქმედეს” წევრებმა განაცხადეს, ისინი არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ყველა მოქალაქეს მინი კაფეში ეპატიჟებიან.

“პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა – გაიხსნა კაფე. ეს არის ერთგვარი დაუმორჩილებლობა იმ რეგულაციებისა, რომელიც მიიღო სახელმწიფომ. სრულიად უპასუხისმგებლოდ დატოვა თავის მოქალაქეები, ლუკმაპურის გარეშე და არ ეუბნებიან, როგორ უნდა იცხოვრონ ხვალ. ვინც მცირე ბიზნესით ირჩენდა თავს შეუძლიათ მოვიდნენ აქ და გააგრძელონ საქმიანობა. პასუხიმგებლობას იღებს ყველა ადამიანი საკუთარ თავზე. არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ აქციაზე კოვიდი ჰქონოდა ვინმეს. აქციის „კლასტერი“ არ ყოფილა. პასუხისმგებლობა იღებს ყველა ის ადამიანი, ვინც მოდის აქ, ვინც თვლის, რომ აქ ყოფნა კოვიდის კუთხით არის საშიში აქ არ მოვა. ეს არის პროტესტის ფორმა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კოვიდს იყენებს მათ სასარგებლოდ. თუ ვინმეს ეშინია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ კოვიდის ბუდეა, ეს ადამიანი არ მოვა აქციაზე”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.